სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ქართულისა და გეოგრაფიის პედაგოგებმა ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს
08-05-2025
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის მასწავლებლებმა მარინა ბედინაშვილმა და მეგი მამაცაშვილმა VIIIა კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული ღია გაკვეთილი თემაზე: „ნაცნობი ადგილები დასავლეთ საქართველოს კუთხეების მიხედვით“. 

მოსწავლეებმა იმსჯელეს კუთხური პოეზიისა და დასავლეთ საქართველოს კუთხეების გეოგრაფიული მახასიათებლების (ფლორა, ფაუნა, კლიმატური სარტყელი და ა. შ.) შესახებ. საინტერესოდ წარმოადგინეს ქართულ პოეზიაში გაცოცხლებული დასავლეთ საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი მეტყველების თავისებურებები. 

მასწავლებლებმა გამოიყენეს როგორც საერთო საკლასო, ისე-ჯგუფური მუშაობის მეთოდები.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, მათ დაკისრებულ მისიას კარგად გაართვეს თავი. ღია გაკვეთილი მოსწავლეებისათვის პროდუქტიული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.  

მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საგნისა და მოსწავლეებისადმი უდიდესი სიყვარული. მადლობა მასწავლებლებს მარინა ბედინაშვილსა და მეგი მამაცაშვილს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ცირა ბრეგვაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება