| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
რა თქმა უნდა, სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა დედაენის დღე. ქართული ენის სილამაზესა და სიდიადეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შეასხეს ხოტბა.
მოსწავლეებმა, პედაგოგ ლანა გოგოძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედა ენის“ როლი წიგნიერების გავრცელებაში. მოსწავლეებმა არაერთი მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - მაია ქართველიშვილმა.
„ასე მოგვილოცეს დედაენის დღე, ჩვენმა ყველაზე პატარა ციმციმა ვარსკვლავებმა.
უღრმესი მადლობა, დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელს - ლანა გოგოძეს დაუღალავი შრომისა და ულამაზესი დღისთვის!
უღრმესი მადლობა, მუსიკის მასწავლებელს - მაია ქართველიშვილს. მადლობა კათედრის ყველა თანამშრომელს, საკუთარი საქმის სიყვარულისა და ერთგულებისთვის!
მადლობა მშობლებს, ნდობისთვის, სიყვარულისთვის!
მადლობა, მომავალ პირველკლასელებს მობრძანებისთვის, ისინი საგანგებოდ მოიპატიჟა დღეს ლანა მასწავლებელმა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა თითოეულს!
კიდევ ბევრ ფერად, საინტერესო და ლამაზ დღეს გპირდებათ - აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ტობანიერის საჯარო სკოლა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად