სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოადგენა მოაწყვეს
08-05-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თაზაქენდის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, სთავაზობენ მრავალფეროვან გაკვეთილებს და იმაზეც ზრუნავენ, ბავშვებისთვის სკოლაში გატარებული დრო ნამდვილ დღესასწაულად აქციონ.

ამის დასტურია, თაზაქენდის საჯარო სკოლაში ჩატარებული შემოქმედებითი ღონისძიებები, რომლებიც მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება და მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნება.

ახლახან თაზაქენდის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტის - თეა ქაშიაშვილისა და მუსიკის მასწავლებლის - ჯული დავითაშვილის ორგანიზებით გაიმართა თეატრალური წარმოდგენა. ღონისძიება კი მიეძღვნა 1-ელ ივნისს, ბავშთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.

ეს გახლავთ კოსტიუმირებული სანახაობა, სადაც მოსწავლეებმა საუცხოოდ მოირგეს როლები, წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები და კიდევ ერთი დღესასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას, წარმოდგენის დასასრულს კი თითოეულ მათგანს წამახალისებელი სიგელი გადაეცა.

ინფორმაციისთვის: 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1950-იანი წლებიდან მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც ეძღვნება ბავშვების წინაშე არსებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ბავშვების დაცვისა და კეთილდღეობის აუცილებლობის აღიარებას.  ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა კავშირი გარემოს, ბუნებასა და ბავშვების კეთილდღეობას შორის.

პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1925 წლის 1-ელ ივნისს იზეიმეს, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამ დღეს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში შეკრიბა მიუსაფარი ჩინელი ბავშვები და მათ ფესტივალი „დუან-უცზე“ ანუ დრაკონის ნავების ფესტივალი მოუწყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება