სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი შოთა რუსთაველის უკვდავ პოემას მიძღვნა 
07-05-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

ახლახან, უდაბნოს საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი როზა თავაძე) ჩატარდა ღია შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანი“ - დიდი წიგნი.

გაკვეთილს ესწრებოდნენ ენის კათედრის წევრები, მშობლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელივან საკითხებზე, რომლებიც შეიმეცნეს ტექსტზე მუშაობისას.

საკითხები მართლაც მრავალგვარი იყო:

„ვეფხისტყაოსანი“ და მისი ავტორი, პოემის პროლოგი, ეპილოგი, რუსთაველი და ხელოვნება, რუსთაველის ლექსიკა, რაინდობა, მეგობრობა, მიჯნურობა, პატრიოტიზმი, ადამიანის რუსთველისეული იდეალი, სათაურის სიმბოლური გააზრება.

ყველა მოსწავლემ ისაუბრა თავის საყვარელ გმირზე. ბავშვებმა აღნიშნეს, თუ რატომ არის მათთვის ესა თუ ის გმირი მნიშვნელოვანი.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების აზრი ერთმნიშვნელოვანი იყო - მიუხედავად იმისა, პოემას საუკუნეები გვაშორებს, ის ყველაზე თანამედროვე ნაწარმოებია, რაც წაუკითხავთ ან გაუგიათ!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება