| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ღირსეულ მომავალ თაობას ზრდიან.
4 მაისს მსოფლიოში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღს ჩხუტელის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. გაიმართა, საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა VIII კლასის მოსწავლე მარიამ ჩაფრავამ.
მოსწავლემ ისაუბრა ბულინგის სახეებზე, იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას და მისი აღმოფხვრის გზებზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რატომაა მნიშვნელოვანი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, რა დამანგრეველი გავლენა აქვს ძალადობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის კიბერბულინგს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, განათლების ხაისხსა და კეთილდღეობაზე.
პრეზენტაცია მსმენელთათვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ პრეზენტატორთან ერთად ძალადობა დაგმეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად