სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს საინტერესო პროექტის დახმარებით გაეცნენ
06-05-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სწორედ პროექტის დახმარებით გაეცნენ მე-6 კლასის მოსწავლეები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს. 

სკოლაში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „პირველი დახმარება“. 

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს მასალის თეორიული ცოდნა, ჩაერთნენ  მრავალფეროვან აქტივობებში, პირველადი დახმარების წესები პრაქტიკაში გამოიყენეს, მიმართეს სიმულაციურ თამაშებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ძალიან  საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების - მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების აღფრთოვანება გამოიწვია.

პროექტის მოკლე გეგმა ასე გამოიყურება:                                       

1.ადამიანის ორგანიზმის ზოგადი მიმოხილვა (ტესტები, აქტივობა- „ორგანოების ამოცნობანა“);

2. ჯანმრთელობა და ჰიგიენა (ტესტები);

3.პრაქტიკული სამუშაო - სისხლდენასთან გამკლავება, სისხლძარღვის დაზიანება (სიმულაცია);

4.პულსისა და სუნთქვის სიხშირის გაზომვა (სიმულაციები);

5.კიდურების დაზიანება (ზედა და ქვედა კიდური)(სიმულაცია);

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

პროექტის ორგანიზატორი გახლავთ ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო შათირიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება