სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთამბეჭდავი პროექტი „ქართლის მარგალიტები“ კერძო სკოლა „ანაბასისში“ - სიამაყით  განვლილი გზა წარსულიდან მომავლისკენ
05-05-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, კერძო სკოლა „ანაბასისში“ მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია პროექტი „ქართლის მარგალიტები“ - იამაყე ჩვენი წარსულით! 


როგორც სკოლაში გვიამბობენ, მე-8 კლასში (კლასის ხელმძღვანელი მარინა ავალიშვილი), ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ეკატერინე ორბელაძის ინიციატივით, განხორციელდა გამორჩეულად საინტერესო და შთამბეჭდავი პროექტი - „ქართლის მარგალიტები“, რომლის მიზანი გახლდათ, მოსწავლეებს შეესწავლათ ქართლის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ისტორიული ძეგლები, შეექმნათ ბუკლეტები და პრეზენტაციები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე, რათა როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს სწორად და საინტერესოდ გაეცნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში (მათ მოტივაცია მისცა წარსულში წარმატებით განხორციელებულმა მსგავსმა პროექტმა იმერეთის ისტორიულ ძეგლებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეკატერინე ორბელაძე).

შესასწავლ ობიექტებად განისაზღვრა: გრაკლიანის გორა – უძველესი დამწერლობის არტეფაქტები (ძვ. წ. IV–V სს.); სამთავისის მონასტერი - VI ს-ის სულიერი სავანე, დაარსებული წმ. ისიდორე სამთავნელის მიერ; თხოთის მთა - წმინდა ნინოს IV ს-ის ტაძარი, მეფე მირიანის აგებული; ქსნის ერისთავთა ციხე - XVI ს-ის თავდაცვითი ნაგებობა; ბებრის ციხე; სამთავროს მონასტერი; სვეტიცხოველი; საგურამო - წმინდა ილია მართლის რეზიდენცია.  

„27 აპრილს განხორციელდა პროექტის ყველაზე გამორჩეული ნაწილი - მოსწავლეებმა მოინახულეს ყველა ეს ღირსშესანიშნაობა, და ადგილზე, მშობლების, თანატოლებისა და პედაგოგების თანდასწრებით, გამართეს პრეზენტაციები ქართულად და ინგლისურად. განსაკუთრებული მომემენტი იყო ისიც, რომ ვიზიტის დროს ადგილზე ჩვენს მოსწავლეებს უცხოელი ტურისტები დახვდნენ - ბავშვებმა თავი საუკეთესო გიდებად წარმოაჩინეს: უშუალოდ, შთამბეჭდავად და ზუსტად გააცნეს მათ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ძეგლები და ისტორიები. პროექტმა თავისი მიზანი სრულად გაამართლა - მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიღრმავეს ცოდნა, არამედ პატივი მიაგეს წარსულს. განსაკუთრებული მადლობა ეკატერინე ორბელაძეს ინიციატივისა და ხელმძღვანელობისათვის, მოსწავლეებს მათი საოცარი ჩართულობისა და ნამუშევრებისათვის, მშობლებს  სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის და ექსკურსიის ორგანიზებისათვის! „ქართლის მარგალიტები“ – ეს არის სიამაყით  განვლილი  გზა წარსულიდან მომავლისკენ!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება