სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თანამედროვე სწავლების მეთოდებითა და მრავალფეროვანი რესურსებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი ფიროსმანის საჯარო სკოლაში 
06-05-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ. 

1-ელ მაისს, ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მოქალაქეობასა და ინგლისურ ენაში თემაზე -„გაერო და საქართველო“. 

გაკვეთილი თანამედროვე სწავლების მეთოდებით იყო გაჯერებული. ყველა აქტივობას წინ უძღვოდა სასწავლო და ელექტრონული რესურსები, რაც მოსწავლეებს დაეხმარა გაკვეთილის უკეთ ათვისებასა და გაგება- გააანალიზებაში. ასევე, ნათლად დაანახა მოსწავლეებს საგანთაშორისი კავშირი.

მოსწავლეებმა გაიაზრეს გაეროს როლი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე. გაიგეს მნიშვნელოვანი ფაქტები გაეროს ისტორიიდან. მოისმინეს და თარგმნეს ქართულად გაეროს ჰიმნი. გაკვეთილის დასასრულს გამოიყენეს მათ მიერ შექმნილი რესურსი - „მსოფლიო ქვეყნების დროშები“. გაკვეთილი ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, რისთვისაც ფიროსმანის სკოლა მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - მამუკა ყავრელაშვილს და ინგლისური ენის პედაგოგ ლელა (ლეილა) ტარიელაძეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება