სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ერთად ვქმნით მწვანე, ლამაზ და ჯანსაღ მომავალს ჩვენი დედამიწისთვის!“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
05-05-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილი - დედამიწის დღე სამთაწყაროს საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებული თარიღი გახდა. I-XII კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ დამრიგებლებთან ერთად, გულითა და შთაგონებით აღნიშნეს ეს დღე, რომელიც მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში გარემოს სიყვარულსა და დაცვას ეძღვნება.

სკოლამ ეს თარიღი ფერადი, შემოქმედებითი და მნიშვნელოვანი მოვლენით აღბეჭდა, რომელმაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულ მათგანში გააღვიძა პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის მომავლის მიმართ.

მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავება, მათთვის ჩვენება, რომ ყოველი პატარა ნაბიჯი – იქნება ეს ხის დარგვა, თუ სუფთა გარემოს შენარჩუნება – დიდ ცვლილებას იწვევს.

„ვისურვეთ, რომ ბავშვებმა არა მხოლოდ გაიაზრონ, არამედ გულით იგრძნონ, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, რომელიც ჩვენს ზრუნვასა და სიყვარულს ელოდება“,- გვეუბნებიან სკოლაში.

კვირის განმავლობაში სკოლა ნამდვილ შემოქმედებით სახელოსნოდ გადაიქცა:

• უმცროსკლასელებმა ფერადი ფანქრებითა და საღებავებით გააცოცხლეს დედამიწის თემატიკის სურათები, სადაც მზე, ხეები და ცისარტყელა ერთმანეთს ერწყმოდა;

• უფროსებმა შექმნეს თვალწარმტაცი პოსტერები, ფერადი კედლის გაზეთები და ინფორმაციული ბუკლეტები, რომლებიც გარემოს დაცვის მნიშვნელობას ეძღვნებოდა;

• საკლასო ოთახებში ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა, რომლებმაც მოსწავლეებს ბუნების სილამაზე და მისი მყიფე ბალანსი დაანახა;

• გარემოსადმი მიძღვნილი სიმღერების ჰანგებმა გააერთიანა მოსწავლეები, რომლებმაც მუსიკაში იპოვეს შთაგონება;

• კვირის კულმინაციად იქცა სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია, რომლის იდეის ავტორი იყო VIII კლასის დამრიგებელი, ნანა გახოკიძე. მთელი სკოლა ერთიანი ძალებით ჩაერთო ამ ინიციატივაში, რათა გარემო უფრო სუფთა და ლამაზი გაეხადა.

„დედამიწის დღის ღონისძიებებმა ჩვენს სკოლაში ნამდვილი საზოგადოება შექმნა – საზოგადოება, რომელსაც სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ცვლილებების მიღწევა. მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიღრმავეს ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებზე, არამედ ისწავლეს, როგორ გამოხატონ თავიაანთი ზრუნვა შემოქმედებითი და პრაქტიკული გზებით. სკოლის ეზო გახდა უფრო მოწესრიგებული, ჩვენი გულები – უფრო თბილი, ხოლო ჩვენი პატარა სამყარო – უფრო ერთიანი და მიზანდასახული.

სკოლის დირექცია უდიდეს მადლობას უხდის ყველა დამრიგებელსა და მოსწავლეს, ვინც თავისი ენერგიით, ნიჭითა და სიყვარულით ეს დღე დაუვიწყარ მოვლენად აქცია. ერთად ჩვენ ვქმნით მწვანე, ლამაზ და ჯანსაღ მომავალს ჩვენი დედამიწისთვის!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება