| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამიტომ დირექცია და პედაგოგები მათ სასწავლო მიღწევებს ყოველთვის საზეიმოდ აღნიშნავენ და ახალისებენ.
პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გიმნაზიის მოსწავლეებს, ოლიმპიადა „კინგსის“ 2024 წლის საშემოდგომო სეზონზე მონაწილეობისთვის, ლიგის მოწმობები და მედლები გადასცა.
მე-4ბ კლასის მოსწავლე გიორგი იმერლიშვილი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით- ინგლისური ენის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის. მისი პედაგოგი მზიური კოჩალიძე გახლავთ.
მე-3ბ კლასის მოსწავლე ქეთევან ბრწეგვაძე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, ასევე ინგლისური ენის ოლიმპიაში მოპოვებული ბრწყინვალე შედეგისთვის. მისი პედაგოგი ინგა ჩადუნელი გახლავთ.
მე-2გ კლასის მოსწავლე გაბრიელ ხუბულავა დაჯილდოვდა ოქროს მედლით, მათემატიკის პლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობისთვის. მე-2 კლასელის პედაგოგი ნარგიზა შელია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად