| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
მათ შორისაა, თაზო კაბულაშვილი, რომლის ინიციატივით, ახალგაზრდული საავიაციო მოძრაობა „Young Wings“ შეიქმნა.
ორგანიზაციის მიზანია ავიაციის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ორგანიზაციამ უკვე ჩაატარა პირველი მასშტაბური ღონისძიება - „Take Off-2025“, რომელიც გლდანის პროფესიულ კოლეჯში გაიმართა.
პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია საავიაციო სექტორში — ორგანიზაციით დაინტერესდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „საქაერო ნავიგაცია“, და „აეროპორტების გაერთიანება“.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ თაზოს ამ დიდ წარმატებას და გვეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლე ასეთი მნიშვნელობის საქმის ინიციატორია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად