სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N175 საჯარო სკოლაში შექსპირის დაბადების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
05-05-2025
-
+


თბილისის N175 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, შექსპირის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის დაბადების დღე განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნეს. 

მათ საკუთარი სურვილით და შექსპირისადმი დიდი სიყვარულის გამო შეუერთდა რამოდენიმე მოსწავლე მეათე კლასიდან.

მოსწავლეებმა მოამზადეს სპეციალური პროექტი, რომელიც მოიცავდა დიდი დრამატურგის ნაწარმოებიდან სცენების დადგმას, პოეზიის კითხვას და შექსპირის ეპოქის ინგლისის წარმოჩენას.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფრაგმენტები ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიცაა „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

ბავშვებმა წაიკითხეს სონეტები როგორც ორიგინალში, ისევე საკუთარი თარგმანები. ზოგიერთმა ჯგუფმა იზრუნა ჩაცმულობაზე, ასევე დაამზადეს გულსაბნევი შექსპირის გამოსახულებით, რამაც კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა ღონისძიებას.

პროექტი საანმანათლებლო ხასიათის იყო. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ინგლისური ლიტერატურის შესახებ და განივითარეს საჯარო გამოსვლის უნარები.

„ვულოცავთ მერვეკლასელებს წარმატებულ პროექტს და მადლობას ვუხდით მათ ხელმძღვანელებს ღონისძიების ორგანიზებისთვის!“- აღნიშნავს დირექტორის მოადგილე ანა ვერულაშვილი და ახარებს მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობა და განსაკუთრებული მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება