სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უნდა ვიცოდეთ, რომ ვიყოთ ძლიერი“ - აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და კონკურსის გზით განმტკიცებული ცოდნა 
07-05-2025
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც  მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

​30 აპრილს, სკოლაში განხორცილდა პროექტი ქართულ ენაში სახელწოდებით - „უნდა ვიცოდეთ, რომ ვიყოთ ძლიერი“.

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ბერიშვილი.

პროექტი მიზნად ისახავდა ნასწავლი საკითხების ცოდნის საფუძვლიანად გამოყენებას. სასვენი ნიშნების (წერტილის, მძიმის, კითხვის, ძახილის) მართებულად გამოყენებას, მართლწერის ნასწავლი ნორმების დაცვას.

მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ ექვს ჯგუფად, რომლებსაც შერჩეული ჰქონდათ სახელწოდებები. კონკურსი მიმდინარეობდა კონკურენტულ რეჟიმში. თითოეული გუნდი შესანიშნავად იყო მომზადებული.

კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომლებმაც გამოავლინეს გამარჯვებული ჯგუფი. მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლურად თასი წარწერით - „უნდა ვიცოდეთ, რომ ვიყოთ ძლიერი“ და სიგელი.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მასწავლებელ შორენა ბერიშვილს და თითოეულ მონაწილეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება