სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში
05-05-2025
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“. 

დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია საკუთარ კლასს ყველა კლასის ხელმძღვანელმა მიაწოდა. პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და მითები და რელობა ერთმანეთისგან გამიჯნეს. 

დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა -  თეა მაქაცარიამ, ირმა საჯაიამ და დონა გამისონიამ, მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს. მოსწავლეებთან ერთად დაამზადეს კედლის გაზეთი, პოსტერები, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას. 

მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. 

„მადლობა სკოლის თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს, გაწეული წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობა. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია'“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება