| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. შთამბეჭდავი იყო ასპინძაში, ერეკლეს ნახიდართან ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - ნიკოლოზ ბარათაშვილის - „ბედი ქართლისა“.
ეს იყო დღე წარსულის გახსენების, დაფიქრების, განსჯის, აზრების გაცვლის. დღე, როცა ამაყად ამბობ: „ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულებს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო“.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს ერეკლეს, როგორც ლიტერატურული და ისტორიული პერსონაჟის, ასევე კრწანისის ბრძოლის უკუღმა დატრიალებული ჩარხისა და ქართველთა უიღბლო თავდადების შესახებ.
გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებმა - ცირა გურეშიძემ და ნათია ტაბატაძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად