| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტრესით გამოირჩევა.
ახლახან, „ორნატის“ მე-7 კლასში ბიოლოგიის პედაგოგ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „სამკურნალო მცენარეები საქართველოში“.
კომპლექსური დავალების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამკურნალო მცენარეების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ საქართველოში სამკურნალო მცენარეების გავრცელების არეალს და მათ სამკურნალო თვისებებს სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
მოსწავლეებმა მოსახლეობაში ჩაატარეს გამოკითხვა, თუ როგორ და რა ინტენსივობით იყენებდნენ მცენარეულ სამკურნალო პრეპარატებს. მათ დაამზადეს სამკურნალო პრეპარატები შესაბამისი რეცეპტებით, შექმნეს საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების რუკა და შეადგინეს შემცირებული რაოდენობის მცენარეების ნუსხა, რათა იზრუნონ მათ დაცვასა და გამრავლებაზე, რადგან სამკურნალო მცენარეები ერის საუნჯეა.
კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად