| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გვირილობის საგაზაფხულო დღესასწაული, რომელიც ქუთაისში ყოველწლიურად იმართება, ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიება IIბ კლასში ჩატარდა და შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და თეატრალური წარმოდგენებით გაითამაშეს, ისაუბრეს სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე და გაიხსენეს ამ ლამაზი დღესასწაულის მნიშვნელობა.
ღონისძიებას პედაგოგი დალი კაკაურიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ანებივრებს.
ქუთაისი „გვირილობის“ დღესასწაულს მაისში ყოველწლიურად აღნიშნავს. ქუთაისში „გვირილობა“ მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაულია, რომელიც გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუპერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. მომდევნო წლებში “გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად