| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, II და III კლასების მოსწავლეებმა (სულ ხუთი მოსწავლე) საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს დედამიწის დღის მნიშვნელობის, გარემოსდაცვითი ინიციატივების, ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ყურადღება გაამახვილეს ნარჩენების შემცირებაზე, აღნიშნეს რომ მათი გადამუშავებით შეგვიძლია ერთდროულად დავზოგოთ ენერგია, რესურსები და შევამციროთ ნარჩენები. (მდგრადი განვითარების მე - 12 და მე-17 მიზანი).
ეს ინფორმაცია პატარა პრეზენტატორებმა გააცნეს სკოლის სხვა მოსწავლეებს და პედაგოგებს. ბოლოს დედამიწის სიყვარული და მუდმივი მზრუნველობა ხელის ანაბეჭდით დაადასტურეს.
აქტივობა მომზადდა პედაგოგ ლალი მურადაშვილის დახმარებით, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად