სიახლეები
სიახლეები

საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები ცნობილია
01-05-2025
-
+


გთავაზობთ 2025 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობას შემდეგი სახით:
 
ქართული ენისა და ლიტერატურის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), გეოგრაფიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ისტორიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ბიოლოგიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქიმიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ფიზიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), მათემატიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სამოქალაქო განათლების (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), ქართული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების, სომხური ენისა და აზერბაიჯანული ენის გამოცდაში აპლიკანტმა, იმისათვის რომ საგნის გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:
 
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 43 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 25 ქულა და მეტი;
  • გეოგრაფიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • ბიოლოგიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ქიმიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ფიზიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ისტორიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • სამოქალაქო განათლებაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • უცხოურ ენაში (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 55 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 52 ქულა და მეტი;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - 37 ქულა და მეტი;
  • მუსიკაში - 43 ქულა და მეტი;
  • სპორტში - 43 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • სომხურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • რუსულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი;
  • სომხურ ენაში - 43 ქულა და მეტი;
  • აზერბაიჯანულ ენაში - 43 ქულა და მეტი.
 
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები),  ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), უცხოური ენებისა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და ქართულ ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ: 
 
  • ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -  აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40% - ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);  
 
  • ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი (ანუ 6 ქულა და მეტი);
 
  • უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – მეტყველების, წერით, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
 
  • ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელია 11 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
 
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% (ანუ 14 ქულა და მეტი).

 

იხილეთ, აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულები 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტრო თავად გადაწყვტს რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

მინისტრს უფლება აქვს, სტიპენდია ვადაზე ადრე მოუხსნას სტუდენტს, თუ... - 300 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნისა და გაუქმების წესი დამტკიცდა

უზღუდავენ თუ არა პედაგოგებს მობილურის გამოყენებას? - მინისტრის მოადგილის განმარტება

„შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ბულინგი დაგმეს და თანატოლებს მეგობრობისკენ მოუწოდეს

პედაგოგები პატარებს ესაუბრნენ წიგნის მნიშვნელობაზე, კითხვით მიღებული ცოდნისა და მისი გამოყენების გზებზე

მოსწავლეებმა წმინდა ნონოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს

შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება