სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძველბერძნული ხელოვნება“ და საგანთა შორის ინტეგრაციის საუკეთესო პრაქტიკები ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლში
01-05-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან (VII, VIII, IX კლასები ) ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც ძველბერძნულ ხელოვნებას მიეძღვნა.

„მასწავლებლებმა (თ ქურხაშვილი, მ. მახარობლიშვილი) გაკვეთილის თემა ისე შეარჩიეს, რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ არამხოლოდ ხელოვნების ისტორიულ ღირებულებას,  არამედ მათი ეთიკური და კულტურული საკითხების გააზრებაც ყოფილიყო შესაძლებელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე უნდა ითქვას, რომ გაკვეთილი საგანთა შორის ინტეგრაციის ფარგლებში ჩატარდა და მოიცვა მოქალაქეობა, ხელოვნება, ისტორია,  გეოგრაფია, ისტ-ი და როგორც სკოლაში გვიამბობენ, სწორედ საგნების მრავალფეროვნებამ განაპირობა თემის – „პართენონის რელიეფების თავგადასავლის“ – მრავალმხრივი და ღრმა ანალიზის შესაძლებლობა.

„აქტივობები კონსტრუქტივისტული და დისკუსიის (დებატების) მიდგომებით წარიმართა, რაც მორგებული იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეებზე.

გაკვეთილის   მიზნები სრულ თანხვედრაში იყო  თანამედროვე სამოქალაქო განათლების მოთხოვნებთან, ასევე მნიშვნელოვანი მოსწავლეთა აქტიური მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფორმირებისთვის:

კულტურული მემკვიდრეობის მრავალმხრივი გააზრება;

სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის ინტეგრაცია;

კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება

საგაკვეთილო პროცესში  გამოყენებულ იქნა  სხვადასხვა რესურსი: რუკები, კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეოები, ტექსტური მასალები, პრეზენტაციები, ფლიფჩარტები და ცხრილები, რამაც  გააუმჯობესა მოსწავლეთა  მოტივაცია და ჩართულობა.

გაკვეთილი ჩატარდა საინტერესოდ, დამყარდა საგნებს შორის შინაარსობრივი კავშირი, რამაც მოსწავლეებს ჩამოუყალიბა  მოქალაქეობრივ და კულტურულ პასუხისმგებლობა. გამოყენებულმა რესურსებმა  ხელი  შეუწყო სხვადასხვა ტიპის სწავლების სტილის გათვალისწინებას (ვიზუალური, სმენითი, პრაქტიკული) ამიტომაც მოსწავლეთა ჩართულობა იყო  მაღალი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დებატებმა.  მოსწავლეებმა არგუმენტირებული მსჯელობით გაამყარეს საკუთარი მოსაზრებები, ბოლომდე მოუსმინეს და  პატივისცემა გამოხატეს ოპონენტის განსხვავებული პოზიციის მიმართ. დასასრულს კი, შეაჯამეს გაკვეთილი და გამოთქვეს მზაობა  სისტემატურად მიიღონ მონაწილეობა  ინტეგრირებულ გაკვეთილებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება