| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და არაერთ წარმატებას აღწევენ.
27 აპრილს, გაიმართა საქართველოს მეორე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მუნიციპალური ტურნირი.
ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში, ნაკრები გუნდი დაკომპლექტებული იყო პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისაგან.
მონაწილეობდნენ:
1)ლაზარე დოკვაძე;
2)ლილე კავთელაძე;
3)ანამარია კუპატაძე;
4) მარიამ გურული.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციისა და გუნდურობის განცდის გაძლიერებას.
„ღონისძიება მეგობრულ და პოზიტიურ გარემოში წარიმართა, მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისთვის და სკოლის ადმინისტრაციას გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად