| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლების ურთიერთთანამშრომლობით შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა.
პროექტი ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორის ბატონ პეტროს პონოიანის მხარდაჭერით შეესხა ფრთა.
„მე, შენ და საქართველო“ - ეს გახლდათ, 25 აპრილს გამართული პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში ალათუმანის საჯარო სკოლა დაუმეგობრდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლას.
25 აპრილს ქართულ და სომხურ სკოლებს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში კი საყუნეთის საჯარო სკოლამ მიიპატიჟა ალათუმანის საჯარო სკოლა.
სოფელ საყუნეთის ახალგაზრდულ ცენტრში, ორი სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა მონაწილეობით, გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს, მის კულტურასა და ისტორიას.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა - ალათუმანისა და საყუნეთის სკოლის მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, და წარმოადგინეს დადგმები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სკოლის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გადასცეს საჩუქრები, წიგნების სახით. შემდეგ კი ალათუმანის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მოინახულეს საყუნეთის საჯარო სკოლა, ასევე ესტუმრნენ რბათის ციხესა და მუზეუმს.
სკოლის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ ალათუმანის სკოლა უმასპინძლებს მეგობრებს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ამხანაგური შეჯიბრი გაიმართება.
როგორც ალათუმანის საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი სახის არაფორმალური აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და სასწავლო პროცესს ხდის მეტად აქტიურსა და მისაღებს მოსწავლეთათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი გია ჟუჟუნაძე და ადგილობრი მოსახლეობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად