| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე შოთა ხურციძის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, საპრასიის საჯარო სკოლაში. ბუნებისა და მე და საზოგადოების მასწავლებლების: ინგა გიორგაძისა და ლეილა ხურციძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მცენარეები, შექმნეს თემატური ნახატები, დაამზადეს პოსტერები და ბუკლეტები, ბოლოს კი წარმოადგინეს პრეზენტაცია.
ბავშვებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თანატოლებს იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე, ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე და ისიც აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება.
„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“, - ასე გამოეხმაურა საპრასიის საჯარო სკოლა ამ მნიშვნელოვან თარიღს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად