| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო.
დაწყებით კლასებში მუსიკის ახალგაზრდა და ენერგიულმა მასწავლებელმა ჩაატარა შესანიშნავი ღონისძიება სახელწოდებით -„მუსიკალური ანბანი“, რომელმაც მართლაც მუსიკალური დღესასწაულის სახე მიიღო.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ I-IV კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ლამაზად, გულწრფელობითა და მონდომებით წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი და მუსიკალური შესაძლებლობები.
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებისთვის მუსიკის, როგორც ხელოვნების ულამაზესი დარგის მნიშვნელობის ჩვენება და მუსიკალური გემოვნებისა და შემოქმედებითი უნარების წახალისება.
მასწავლებელმა მუსიკის საფუძვლები მარტივად და სახალისოდ გააცნო მოსწავლეებს - თითქოს მუსიკის “ანბანს” ასწავლიდა.
სცენაზე მოსწავლეები ლამაზი ცეკვებით და სიმღერებით გამოვიდნენ და საგნობრივი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიების თან ახლდა მხიარული ატმოსფერო, მუსიკალური ფონი და დამსწრეთა მხურვალე აპლოდისმენტები.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად