სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ-მოდული გაიარეს
29-04-2025
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ შორენა გოგალაძის ხელმძღვანელობით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-მოდულში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებისათვის. იგი სასკოლო გარემოს მიღმა ხორციელდება, უფრო თავისუფალ, მოქნილ და ინტერაქტიულ ფორმებში. მოსწავლეები არაფორმალურ აქტივობებში მონაწილეობით უკეთ წარმოაჩენენ საკუთარ ინტერესებსა და უნარებს, იზრდება მათი თვითრწმენა, მოტივაცია, ეძლევათ შესაძლებლობა, იმუშაონ გუნდურად, გამოხატონ აზრი თავისუფლად, რაც შემდგომში პოზიტიურად აისახება მათ ფორმალურ განათლებაზეც. 

ტრენინგ-მოდული მიზნად ისახავდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე დროული ქმედების განხორციელებაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მნიშვნელობის გააზრებას.

მოსწავლეებმა თავდაპირველად მიიღეს ინფორმაცია, რომ პირველადი დახმარების გაწევის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ გადაუდებელ სიტუაციებში. რომ სწორად მიწოდებულმა პირველმა დახმარებამ შეიძლება, გადაარჩინოს სიცოცხლე, შეამციროს ტრავმის სიმძიმე, დააჩქაროს აღდგენითი პროცესი. შემდეგ კი ისინი  ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში. 

„მოსწავლეებისათვის ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ადრეულ ასაკშივე მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რათა საჭირო დროს სწორად იმოქმედონ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დასაცავად, გადასარჩენად.
საინტერესოდ წარმართული ტრენინგ-მოდულის შედეგად მოსწავლეებმა შეიძინეს ახალი გამოცდილება,  პრაქტიკულად დაეუფლნენ საჭირო უნარ-ჩვევებს და წარმატებით აიღეს შესაბამისი სერტიფიკატები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება