| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
24 აპრილს, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც სომეხი ხალხის გენოციდის 110-ე წლისთავს ეძღვნებოდა.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
შემდეგ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მოსწავლეებმა აანთეს სანთლები სოფელ ხავეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში და გაიხსენეს მილიონ ნახევარი უდანაშაულო მსხვერპლი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI-XII კლასების მოსწავლეები. ღონისძიებას კი ხელმძღვანელობდნენ მათი დამრიგებლები.
სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებსა და მონაწილეებს.
აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 110 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად