| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

24 აპრილს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა თეორიული სასკოლო კონფერენცია თემაზე - „მარად ცოცხალი ხელოვნება“.
კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის N19 სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნატო კლდიაშვილი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: მარიამ კირკიტაძე, გვანცა ჩიხლაძე, რეზი გოგლიჩიძე, სანდრო ქოჩიაშვილი, ნარიამ ბაქრაძე,მარიამ სადილიანი , ნინი გოგლიჩიძე, მარიამ ბასილაძე, ნატალი როინიშვილი, ანი ხარატიშვილი, დავით ლაფერაძე, თინათინ ამბროლაძე.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ.
წარმოდგენილ პრეზენტაციებში მსმენელმა იმოგზაურა ტიტანთა და ტირანთა ეპოქაში. ერთხელ კიდევ გაცოცხლდა როგორც ევროპელ, ისე ქართველ გენიოს მხატვართა უკვდავი შედევრები.
სკოლაში მადლობას უხდიან, მოსწავლეებს აქტიურობისთვის და მათ ხელმძღვანელს საინტერესო ინიციატივისთვის.
„მადლობა პრეზენტატორებს და მათ ხელმძღვანელს ამ ულამაზესი დღისათვის და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადილეს ქალბატონ ნონა ქარციძეს და თანამშრომლებს გულთბილი მიღებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად