| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც „იუნესკომ“ დააწესა და რომელიც ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.
ამ მნიშვნელოვან თარიღს ქუთაისის N4 საჯარო სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა, რომლებშიც სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, აგრეთვე ჩატარდა ღია სემინარი, რომელსაც უძღვებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ლექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორანტი ბექა ძოწენიძე.
აღსანიშნავია, რომ სემინარი სამ თემატურ ბლოკად იყო დაყოფილი:
„კალმასობა“ - იოანე ბატონიშვილის გამორჩეული ენციკლოპედიური თხზულების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
პროფესორ მიხეილ გოგატიშვილის ნაშრომის - „იოანე ბაგრატიონი (1768–1830): სოკრატული სიბრძნისმეტყველება“ - განხილვა;
800-გვერდიანი გამოცემის - „სიბრძნის ენციკლოპედია“ - პრეზენტაცია.
„სემინარის მსვლელობისას ხაზგასმით აღინიშნა იოანე ბაგრატიონის წვლილი ახალი დროის საქართველოში მეცნიერებისა და ცოდნის მრავალ სფეროში, მათ შორისაა: ისტორია, ლინგვისტიკა, გრამატიკა, ლექსიკოლოგია, ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ლოგიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, სტერეომეტრია, პლანიმეტრია, ტრიგონომეტრია, არქიტექტურა, მედიცინა, ბოტანიკა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად