სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაიცავი შენი პლანეტა!“ - თბილისის N12 სკოლის მე-10 კლასელთა გზავნილი და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი გაკვეთილი
29-04-2025
-
+


თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ცხადია, სკოლაში არაერთი აქტივობითა თუ ღონისძიებით აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე. 

მათ შორის, Xბ კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის - ირმა ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღეს განსაკუთრებული გაკვეთილი მიუძღვნეს.

მათ მოაწყვეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია, რომელშიც განიხილეს თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დაცვითი ინიციატივები და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვალსაჩინო მასალაც, რაც პლასტმასის ზემოქმედებას, ჰაერის დაბინძურებასა და ტყეების გაჩეხვის შედეგებს ასახავდა.

გაკვეთილი ინტერაქტიულად წარიმართა, მოსწავლეებმა წამოაყენეს წინადადებები და იდეები თუ როგორ უნდა დავიცვათ გარემო ყოველდღიური ქმედებებით: ნარჩენების გადამუშავებით, წყლისა და ელექტორენერგიის დაზოგვით, გამწვანებითა და ხეების დარგვით. მათი მთავარი გზავნილები იყო: „ჩვენი ძალა - ჩვენი პლანეტა!“, „დაიცავი შენი პლანეტა!“, „გახსოვდეს - დედამიწა შენი სახლია!“ მოსწავლეებმა თანატოლებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს, რათა თითოეულმა მათგანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა და გააცნობიეროს, რომ დედამიწის მომავალი სწორედ მათი ხელით იქმნება. გაკვეთილი მოტივაციისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კარგი მაგალითი გახდა.

საქართველოში დედამიწის დღე, უკვე 35 წელია მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. იზრდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა, მოსწავლეთა ცნობიერება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება