სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედამიწის მცველები ქუთაისის N36 საჯარო სკოლიდან და მათი საინტერესო ეკოაქტივობები
28-04-2025
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 22 აპრილს, მე-2ა კლასის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ბუნების გაკვეთილი განსაკუთრებული სითბოთი და მნიშვნელობით გამოირჩეოდა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს პლანეტების და მზის შესახებ ნასწავლი მასალა, იმსჯელეს არის თუ არა სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, ასევე აღნიშნეს, წარმოადგენს მზე როგორც სიცოცხლის წყარო. საუბარი შეეხო იმასაც, რა უფლებები და მოვალეობები გვაქვს პლანეტის დასაცავად.

ბავშვები ჯგუფებად დაიყვნენ და შექმნეს პოსტერები, კომიქსები და „დედამიწის დამცველთა“ წესები. ამ შემოქმედებითმა მუშაობამ არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცებას, არამედ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყო ხელი.

გაკვეთილის კულმინაცია სკოლის ეზოში გაიმართა — მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დარგეს მაგნოლიის ხე, როგორც სიყვარულისა და მზრუნველობის სიმბოლო დედამიწის მიმართ. გარდა ამისა, იზრუნეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზეც — შეაგროვეს ნარჩენები და მოაწესრიგეს გარემო.

ეს დღე კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითი იყო იმისა, როგორ შეიძლება სკოლამ არა მხოლოდ ასწავლოს, არამედ აღზარდოს ბუნების მოყვარული და მზრუნველი მოქალაქე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება