სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ დედამიწის დღე მასშტაბურად აღინიშნა
29-04-2025
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

შესაბამისად, სკოლაში მასშტაბურად აღინიშნა დედამიწის დღე. 

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - აღნიშნეს პირველი კლასის მოსწავლეებმა და დასძინეს, რომ მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მიმართული აქტივობა პატარების ბუნების გაკვეთილზე განხორციელდა, მას პედაგოგი ლია გელაშვილი ხელმძღვანელობდა.

ასევე, პედაგოგებმა მოსწავლეებს შეხსენეს, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება,რომელიც 22 აპრილს აღინიშნება და ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ბუნებასთან. სწორედ ამიტომ, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-5 და მე-6 კლასში მოეწყო National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის „წყალდიდობამდე“ ჩვენება, რომლის სიუჟეტიც მოსწავლეებს აჩვენებს როგორ იცვლება კლიმატი, როგორ მოქმედებს იგი გარემოზე და რა შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს ეკოსისტემის გადასარჩენად პლანეტაზე.

„პატარა ნაბიჯები ქმნის დიდი ცვლილებებს! გიყვარდეს, იზრუნე და პატივი ეცი დედამიწას!“- ეს იყო აღნიშნული აქტივობის მთავარი გზავნილი.

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-7, მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაამზადეს კედლის გაზეთი „გაუფრთხილდეთ დედამიწას“. ამით ისინი შეუერთდნენ გლობალურ მოწოდებას - „გაუფრთხილდეთ დედამიწას“.

აქტივობით მოსწავლეებმა თავადაც უკეთ გააცნობიერეს, კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ გარეულ ყვავილების ფონზე მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლება ვიქონიოთ ამ პროცესზე.

აქტივობას ხელმძღვანელობდა მოქალაქეობის პედაგოგი ნონა ბაბუაძე.

დედამიწის დღე გამორჩეულად აღნიშნეს ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-3 კლასელებმაც და საზოგადოებას მოუწოდეს - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“

გარემოსდაცვით მსოფლიო ღონისძიებას ქართულ- ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-2 კლასელებიც შეუერთდნენ. დედამიწის დღეს ბუნების გაკვეთილი მიეძღვნა. სასწავლო პროცესს დამრიგებელი ირმა ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება