| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ჩქუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, წარმატებით ეუფლებიან საგნობრივ ცოდნას და აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, რაც პროფესიონალი პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დამსახურებაა.
მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება, საინტერესო სასწავლო პროცესი, უსაფრთხო გარემო... ერთიანად ქმნის სკოლის კონცეფციას, სადაც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ამის დასტურია ჩქუმის მოსწავლეთა ჩართულობა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში, რომელიც წლებია დგას მომავალი თაობების ხარისხიანი განათლების სადარაჯოზე, აერთიანებს მოსწავლეს-ოჯახს-სკოლას და პატარა იზრუნელების ასაკის შესაბამისი, სპეციალური თემატური ტესტებით ეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, ასევე სწრაფად აზროვნებასა და გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღებაში.
დღეს გაგაცნობთ პატარა იზრუნელს, მარიამ ლიპარტელიანს, ჩქუმის საჯარო სკოლის პირველკლასელს, რომელსაც izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის, ოქროს დიპლომი გადაეცა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად