სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კვლავ იძლიეროს ენამ ქართულმა“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა 
25-04-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. სკოლაში ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

17 აპრილს, კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - შორენა კიკაბიძის მხარდაჭერით, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება თემაზე - „კვლავ იძლიეროს ენამ ქართულმა“.

VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, სადაც მთავარი აქცენტი გადაიტანეს იმ საფრთხეებზე, რაც ქართულ ენას ემუქრება ბარბარიზმების გამოყენებას თუ გავაგრძელებთ. დასახეს საფრთხეების თავიდან აცილების გზები.

პრეზენტატორებმა ისაუბრეს ქართველური ენების - მეგრულის, ლაზურისა და სვანურის შესახებ, რომლებიც იუნესკომ გადაშენების პირას მდგარი ენების ნუსხაში შეიტანა. ყურადღება გაამახვილეს ბაცბურზე, იგივე წოვა-თუშურზე. წაიკითხეს სვანურ, მეგრულ და წოვა-თუშურ ენაზე შექმნილი ლექსები, შეასრულეს ლაზური სიმღერა.

დასასრულს გაიმართა კონკურსი მხატვრულ კითხვაში. მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები. I, II და III ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - ნანა ჯგერენაია, სასწავლო ნაწილის გამგე - ციალა გოგოლი, პედაგოგები მაია კანკავა და ლია ხელაია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება