სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბისა და ეკოსკოლის მოსწავლეების ორგანიზებით, მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა 
25-04-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი და ეკო სკოლა, რომლის წევრებიც მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნოკო კეცხოველის პრემია“ არიან ჩართულნი და ეკოაქტივობებს ახორციელებენ. 

22 - აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე მომავლისა“ და ეკოსკოლის მოსწავლეების ორგანიზებითა და ინიციატივით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა.

ეკოკლუბის წევრებმა აქტივობის ჩატარება ღია სივრცეში, ბუნებაში გადაწყვიტეს. ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ამ დღის აღნიშვნის არსზე, ისაუბრეს ვისი ინიციატივით დაედო საფუძველი მის აღნიშვნას და გააჟღერეს, რომ ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც 1969 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, უკვე 55 წელია, რაც დედამიწის დღე მილიონობით ადამიანს აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო - იზრუნონ პლანეტაზე.

ეკოკლუბის წევრებმა მოაწყვეს მოსწავლეთა ნამუშევრების, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სურათებისა და პოსტერების გამოფენა.

დაასუფთავეს სოფლის ცენტრთან არსებული ტყე-პარკი, რომელიც გაწმინდეს პლასტმასის ნარჩენებისაგან,

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თავიანთი პატარა ხელებით ასფალტზე დედამიწა მოხატეს.

გამწვანების აქცია მოაწყვეს სოფლის ცენტრში არსებულ პარკში. მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ რადგან სიცოცხლე მხოლოდ მიწაზეა, „მოუაროთ, გავუფრთხილდეთ დავიცვათ, მოვეფეროთ და გავუღიმოთ დედამიწას, რადგან ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტაა“- რაც ამ აქტივობის ძირითადი მიზანი იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება