სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გარემოს დაცვის მნიშვნელობა“ - დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
24-04-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გამორჩეულად აღინიშნა - ჩატარდა პროექტი „დავიცვათ ბუნება – მწვანე აზროვნება“, რომლის დასკვნითი ღონისძიებაც მრავალფეროვანი აქტივობებით გახლდათ გაჯერებული - სკოლის ეკოკლუბმა - „მწვანე მომავალმა“ და ეკოსკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა დაწყებითი კლასის მოსწავლეეთან, თემა კი გახლდათ - „გარემოს დაცვის მნიშვნელობა“.

პროექტის მიზანი ბავშვებში ეკოლოგიური აზროვნების წახალისება და გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება გახლდათ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აქტივობის ფარგლებში, დაამზადეს პლაკატები, მეგობრებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

ინფორმაციისთვის: 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება