| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
21 მარტს, მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიება ემსახურებოდა ეკოლოგიაში ტყეების მნიშვნელობის გააზრებას. ტყის და ბუნებრივი რესურსების დაცვისკენ მოწოდებული აქტივობები კი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობა ნათლად გააცნობიერეს.
„ტყე უბრალოდ ხეები არ არის – ის ჩვენი სუნთქვაა, ჩვენი ცხოვრება და მომავალი. თითოეული ხე, თითოეული ფოთოლი დედამიწის გულის ცემას ჰგავს – თუ ტყე გავნადგურეთ, ჩვენც სუნთქვა გაგვიჭირდება. დავიცვათ ჩვენი მომავალი, დავიცვათ ჩვენი ტყეები“ - სწორედ ეს იყო აქტივობის სლოგანი.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად