| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის, ბუნების დაცვის მნიშვნელობისა და გარემოს დაცვის გზების შესახებ. გაიმართა საინტერესო ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეებმა ეკლოგიის საკითხებზე თავიანთი ცოდნა გამოცადეს. დამსწრეებს ასევე წარედგინათ დედამიწის დაცვის თემაზე შექმნილი ვიდეორგოლი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ემოცია და მოტივაცია შესძინა დღეს.
ღონისძიების დასასრულს აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა, აამაღლა მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერება და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ჩვენი პლანეტის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
ღონისძიების ორგანიზატორი მადლობას უხდის მოსწავლეებსა, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის.
დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად