სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასში წიგნის საერთაშორისო დღეს სადამრიგებლო საათი მიეძღვნა 
24-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

23 აპრილს სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.  მე-6 კლასის ხელმძღვანელმა ჩაატარა სადამრიგებლო საათი, რომელიც წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ამ მასშტაბურ ღონისძიებას მიეძღვნა. 

პედაგოგმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანის ცხოვრებაში წიგნის უმნიშვნელოვანეს როლზე, შექმნეს პლაკატი - „აჩუქე წიგნი“, ჩაწერეს ვიდეორგოლები სახელწოდებით - „მე და წიგნი“.

მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩუქა წიგნები, რაც მათთვის ერთგვარი სტიმულია, იკითხონ წიგნები.

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 1923 წელს კატალონიელი წიგნის გამყიდველების მიერ მიგელ დე სერვანტესისა და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მოწყობილი წიგნების ფესტივალი ტრადიციად 1995 წელს იქცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება