სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“ - ​ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
25-04-2025
-
+


დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის მსოფლიო დღე. 

ბუნების აქტიური ქომაგები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. აღნიშნული დღე მათთვის იქცა შესანიშნავ შესაძლებლობად, დაფიქრებულიყვნენ საკუთარ როლზე ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში და გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და გონივრული მოხმარება.

Vll1 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა ჟღენტის დახმარებით,  დედამიწას „დაბადების დღე“ გადაუხადეს და ერთხმად აღნიშნეს - „ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“ გაუფრთხილდით მას, ის ხომ ჩვენი სახლია და მას მოფრთხილება უნდა“!

დედამიწის დღეს სკოლაში ასევე კლასის საათი მიეძღვნა. პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ ეს დღე დაგვაფიქრებს თუ რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ბუნებასთან.

კლასის საათის ფარგლებში, ჯგუფური აქტივობის დროს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად იმსჯელეს როგორ შეიძლება მოვუფრთხილდეთ ჩვენს ერთადერთ სახლს - დედამიწას. მსჯელობით კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პატარა ნაბიჯები ქმნის დიდ ცვლილებებს და ეს ცვლილებები ჩვენი პასუხისმგებლობაა დედამიწის მიმართ.

დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება