სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები შექმნეს
25-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს და უკეთ გაიაზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა. 

აღნიშნული დღე მათთვის იქცა შესანიშნავ შესაძლებლობად დაეფიქსირებინათ საკუთარი როლი გარემოს შენარჩუნებაში და გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და გონივრული მოხმარება.

დედამიწის დღესთან დაკავშირებული აქტივობები ინგლისური ენის გაკვეთილზე ჩატარდა პედაგოგ თეა თოთაძის ხელმძღვანელობით და შემოქმედებითი ხასიათი მიიღო.

მოსწავლეებმა თავიანთი იდეები და დამოკიდებულება პლაკატებზე გამოსახეს. თითოეული ნამუშევარი ასახავდა მათ შეხედულებას ეკოლოგიური პრობლემების, კლიმატის ცვლილების, გადამუშავების საჭიროებისა და ბუნების დაცვის შესახებ.

პლაკატები გაფორმებული იყო ინგლისურენოვანი გარემოსდაცვითი მოწოდებებით. 

გაკვეთილმა ხელი შეუწყო როგორც ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას ისე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაზრდას. 

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ დედამიწის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია და მათი პატარა ქმედებებიც კი შეიძლება დიდი ცვლილებების მიზეზი გახდეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება