| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ღისეულ მოქალაქეებს ზრიან და მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზეც აქტიურად ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დედამიწის საერთაშორისო დღეს აქტიურად გამოეხმაურნენ. სკოლაში კვირეული გაიმართა, რომელმაც არაერთი ეკოაქტივობა თუ ღონისძიება გააერთიანა.
17 აპრილს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მეოთხე დღეს, მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელიც დამთვალიერებლებს ძალიან მოეწონათ.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. საერთაშორისო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად