სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში!“ - დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული და შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიება ბარდნალის საჯარო სკოლში
24-04-2025
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაცნობიერებში ეხმარებიან. 

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ გარემოსდაცვით დღეს ბარდნალის საჯარო სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება განახორციელა სკოლაში:

გამოცხადდა კვირეული, 22 აპრილს კი ქიმიის მასწავლებელ ლამზირა ონიანისა და ბიოლოგიის მასწავლებელ ნატო ხეცურიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც თითქმის ყველა კლასი იყო ჩართული:

უფროსკლასელებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასელებმა კი - ლამაზად გაფორმებული პოსტერები და კედლის გაზეთები.

ბოლოს გაიმართა კონკურსიც, სადაც აღნიშნული თემის ირგვლივ დაისვა კითხვები და გამოვლინდა გამარჯვებულიც.

დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა მონაწილე მოსწავლეები, მასწავლებლებს ლამზირა ონიანსა და ნატო ხეცურიანს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და წარმატებები უსურვა მომავალშიც.

ღონისძიების სლოგანი იყო: დედამიწა შენი სახლია! მოვუაროთ ჩვენს პლანეტას! ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში!

ღონისძიებებმა გარდა იმისა რომ მოსწავლეებს მისცა ახალი ცოდნა, შთააგონა რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი სახლია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება