სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედამიწის მცველები ურავის საჯარო სკოლიდან და მათი საინტერესო ეკორჩევები
24-04-2025
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოწაფეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

შესაბამისად, ურავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. „დედამიწა - ჩვენი ერთადერთი სახლია“- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და ხაზი გაუსვეს მისი დაცვისა და მოფრთხილების მნიშვნელობას, 

მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ და გულით მისწერეს წერილები დედამიწას, სადაც გამოხატეს სიყვარული, მადლიერება და მზრუნველობა. 

გარდა ამისა, მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება, რომელმაც მოსწავლე-მასწავლებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, ​რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

მეოთხე და მესამე კლასელმა ბუნების ქომაგებმა საზოგადოებისთვის ეკორჩევებიც არ დაიშურეს და გვიზიარებენ საკუთარ თვალთახედვას - როგორ ვიზრუნოთ და დავიცვათ ჩვენი პლანეტა.

აქტივობები პედაგოგ ლანა ჯელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტო- ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება