| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე.
საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა, რაც ემსახურებოდა დედაენის დღის მნიშვნელობის გააზრებას და ქართული ენის სილამაზის ხაზგასმას.
მათ შორის ჩატარდა კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსი, რომელშიც მონაწილეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვებულებს სკოლის დირექტორმა მანუშაკ ხაჩატრიანმა სიგელები გადასცა
სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე პირველი კლასის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისათვის.
კონკურსს ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - მარიამ ჯვარიძემ და ჟენია თუმასიანმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად