სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საოცარი სადღესასწაულო განწყობა და საინტერესო სააღდგომო აქტივობები კერძო სკოლა „ჰელიოსში“
24-04-2025
-
+


კერძო სკოლა „ჰელიოსში“ წინასააღდგომოდ არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა მოეწყო.

აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა, ქრისტიანული ღირებულებების გაღრმავება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით აქტივობებში. მე-4ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ნახატები, სადაც ბავშვებმა აღდგომის სიხარული ასახეს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქრისტიანული სამყაროს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად ახალი სიცოცხლის დასაწყისს, იმედს და ამ იმედით მოგვრილ სიხარულს გამოხატავს.

მე-4 ბ კლასის მოსწავლეები კი სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებს გაეცნენ. 

მათ აღდგომის დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს, ასევე შეღებეს სააღდგომო კვერცხები და შექმნეს საოცარი სადღესასწაულო განწყობა. აქტივობა ძალიან ნაყოფიერი და სახალისო აღმოჩნდა მათთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება