| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცა.
მხატვრულ-შემეცნებით ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ დუშმანაშვილი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ისაუბრეს რელიგიურ თემებზე, ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო ინფორმაციები და ემოციური სიტყვებით:
„რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!" - მიულოცეს ერთმანეთს.
„აღდგომა ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი მთავარი და დიდი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ერთად ვზეიმობთ უფლის მკვდრეთით აღდგომას.
ეს ბრწყინვალე დღესასწაული საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მხატვრულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნეს. მათ ისაუბრეს იესო ქრისტეს მიერ განვლილ გზაზე, მის ყრმობასა და ჯვარცმაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„მინდა თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად