| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას" - ისაუბრეს ამ ისტორიულ თარიღზე და მის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები და ფრაზები რომელიც ქართულ ენას მიეძღვნა. ამასთან სკოლის კედელი ქართული ანბანით მოიხატა რამაც მოსწავლეების დიდი მოწონება დაიმსახურა.
14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...