სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეჩხეთურის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
16-04-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. სკოლაში თარიღთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს დედაენის დღის მნიშვნელობა, ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ხოტბა შეასხეს ჩვენი ენის სიდიადეს. 

ღონისძიება განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულით. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის დაფასების მნიშვნელობას და მისი სიწმინდის შენარჩუნების აუცილებლობას. მოსწავლეებმა გაილაშქრეს ბარბარიზმების წინააღმდეგ და სიამაყით აღნიშნეს, რომ ქართველმა ერმა დედაენას ძეგლი დაუდგა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოს ბმული:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება