| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მერენიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.
მერენიის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს, რომელიც პედაგოგის - თამარ მელიქიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და რომელშიც მე-5, მე-2 და პირველი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში, წაიკითხეს თემატური ლექსები, თანატოლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ და წარმოადგინეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები.
ინფორმაციისთვის: 14 აპრილს, საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად