სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცრემლისა და სიხარულის, გლოვისა და თავისუფლების ზეიმი“ - ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა
15-04-2025
-
+

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.

„მადლობა თავისუფლებისათვის“ ამ სიტყვებით მიაგო ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ პატივი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

I-II კლასების მოსწავლეებისთვის, პედაგოგებმა - მანანა ხურციძემ და მაია სვანიძემ, საინფორმაციო შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარეს.

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა მოისმინეს საქართველოს ჰიმნი, წაიკითხეს ლექსები, მოისმინეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, ისაუბრეს 36 წლის განვითარებულ მოვლენებზე და ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე.

იმ დღეს ქუთაისის N24 საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი დაბრუნდა 36 წლის წინანდელ მთავარ გამზირზე - ეს გახლდათ ნამდვილი მოგზაურობა ისტორიულ ლაბირინთებში.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება